აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მასწავლებლების საყურადღებოდ!

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და გამომცემლობა ,,დიოგენე“ ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ტრენინგკურსს. თქვენ შეიძენთ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარებს პორტფოლიოში წარმოსადგენი აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და დოკუმენტირებისთვის.

ტრენინგკურსის თემებია:
1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
3. პროფესიული პასუხისმგებლობა;
4. განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია;

ტრენინგ კურსის კორდინატორია გრიგოლ სულაბერიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი, თსსუ ასოცირებული პროფესორი.
პროგრამის ხელმძღვანელია ბელა სარია, განათლების ექსპერტი, უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანი, პროფესორი.
პროგრამის თანახელმძღვანელია განათლების ექსპერტი მაგდა ბარამიძე.

• ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება 2023 წლის 25 აპრილიდან;
• ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის მაისიდან, რამდენიმე ნაკადად;
• პროგრამის ხანგრძლივობა - 4 დღე (16 საკონტაქტო საათი);
• ტრენინგები ჩატარდება 17: 00-21:00 საათებში;
• კურსის ღირებულება: 200 ლარი;
• გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
• პირველი 20 რეგისტრირებული მასწავლებელი მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას.

დეტალურ ინფორმაცია: https://shorturl.at/mpRXY
რეგისტრაცია: https://forms.gle/v2ozx9z9A9BdtMby6

საკონტაქტო პირი : მაგდა ბარამიძე- 577 13 32 06

 

 

Created by Joomla.ge