შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილების საფუველზე საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს სავალდებულოდ უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი პროგრამა აკრედიტებულ ორგანიზაციაში.
(იხილეთ გადაწყვეტილება და წერილი)
უნივერსიტეტი აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციასთან - ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სასწავლო საკონსულტაციო ცენტრ HLS-თან ერთად.
პროგრამის მომავალ მსმენელებს ვთავაზობთ განათლებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს.
სწავლება განხორციელდება ორ ლოკაციაზე:
- თბილისი, უზნაძის ქ. N68
- რუსთავი, შევჩენკოს ქ. N6
სწავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. პროგრამა ითვალისწინებს თეორიისა და პრაქტიკის სრულ კურსს. გათვალისწინებულია არასავალდებულო მოდულები, სადაც მსმენელები დამატებით დაეუფლებიან პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს: დოკუმენტებისა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საქმიანი ქაღალდების წარმოებას და ა.შ.
პროგრამის დასრულებისას ყველა მოდულისთვის გათვალისწინებულია იმიტაციური ტესტირება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 599 757 046; 577 133 206; 597 146 146.