დღეს ესმა ონიანის სახელობის სტუდიამ 150-ე მსმენელს გაუღო კარი.
მისი ხელმძღვანელი, დავით თოთიბაძე და მთავარი სპეციალისტი მონაზონი ქიონია ( მანანა ბრეგვაძე) დიდი შემართებით საქმიანობენ სტუდიის წევრების საგანმანათლებო-შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
სტუდიაში შექმნილია მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამები, სამუშაო გარემო, მატერიალური რესურსები, რომლებიც ემსახურება მონაწილეთა მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი სტანდარტების განხორციელებას.
სტუდიის წევრები ცნობილ ხელოვანთა მენტორობით იმაღლებენ ცოდნასა და გამოცდილებას გრაფიკის, ფერწერის, ქანდაკების ლითონდამუშავების, კერამიკის, ვიტრაჟის,მოზაიკის მიმართულებით.
ესმა ონიანის სტუდია თავისი წევრების მონაწილეობით ყოველწლიურად მართავს სტუდიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას (შესაძლებელა შეკვეთების მიღება), რაც სტუდიის წევრების ნაწილს დაეხმარა საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებაში.
ჩვენი უნივერსიტეტისთვის ესმა ონიანის სტუდიის ჯგუფები არის სოციალური მსახურების განხორციელების შესაძლებლობა.
სტუდია მზადაა ახალი წევრების მისაღებად.
მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ტელ.: 595 318 674