ჩვენში ვერ იპოვი ტაძარს, რომელსაც არ ამშვენებდეს წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი ფრესკები, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი მისი ხატები და ჯვრები.
თეთრ ცხენზე ამხედრებული, შუბით ბოროტ ურჩხულს რომ გმირავს - ეს სახე უშიშარი მეომრისა, ძლევაშემოსილისა წმიდისა ნათლისა გიორგისა ოდითგანვე ახლობელი გახდა ქართველებისათვის, რომელთაც სულმუდამ უხდებოდა და უხდება ბრძოლა საშინელ და მრავალრიცხოვან მტერთან.
ნათელ გიორგის შევთხოვოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება!