აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა


საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტებული პროგრამის პირველი ნაკადი. პროგრამას აკრედიატაცია მიენიჭა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ.
ჩვენი კონტრაქტორები იყვნენ სსიპ სატყეო სააგენტო, საქართველოს მუზეუმების გაერთიანება. სწორედ ამ ორგანიზაციებისთვის მოვამზადეთ სპეციალისტები, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი არის პირი, რომელიც დამსაქმებელს შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ეხმარება უზრუნველყოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
მის კომპეტენციაში შედის:

საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
დასაქმეულთა ინსტრუქტაჟების ჩატარება კანონით დადგენილი პერიოდულობით;
დაეხმაროს დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევისას შექნას შესაბამისი კომისია და მოიკვლიოს მომხდარი უბედური შემთხვევები;
აღრიცხოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები, საშუალო, მძიმე,მასობრივი, ფატალური უბედური შემთხვევები. შეატყობინოს სამინისტროს 24 სთ-ის განმავლობაში;
უზრუნველყოს პროფესიული დაავადებების კონტროლი;
გასცეს მითითებები დამსაქმებლის მიმართ არსებული საფრთხეების რეგულირების და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ (მაგ: სახანძრო უსაფრთხოება, ელექტროუსაფრთხება, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის წესები, ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობის წესები და ა.შ.);
დაეხმაროს დამსაქმებელს, მიუთითოს თუ რა ტიპის ინდივიდუალური/კოლექტიური დაცვის საშუალებების აღჭურვას საჭიროებს;
თეორიული სწავლების ნდასრულების შემდგომ, მსმენელებმა პრაქტიკული სწავლება 5 სხვადასხვა პრაქტიკის ობიექტზე გაიარეს :

ჩვენი პარტნიორები იყვნენ:

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი (შრომოს უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში);
შპს ,,საქართველოს მაცნე“ - შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;
შპს ,,აქტივ არეა“ - შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;
შპს ,,როიალ ბილდინგ გრუპ'' - შრომის უსაფრთხოება მძიმე მრეწველობაში
საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი - შრომის უსაფრთხოება საოფისე და მომსახურეობის სფეროში.
მადლობას ვუხდით ჩვენს გამორჩეულ და არაჩვეულებრივ ტრენერებს: ფარნა დვალს, ხათუნა ბრეგვაძეს, გიორგი ჯანჯღავას, თემო წურწუმიას, თემო რაზმაძეს, ნათია სვანიძეს, თეა მაღედანს, ლალიკო მაჩაიძეს, თენგო მაღლაფერიძეს, ომარ პაპაშვილს, თეა აბულაძეს, გოჩა გელაშვილს.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კურსდამთავრებულებს. დარწმუნებულნი ვართ, ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაში.

ეს მხოლოდ დასაწყისია!!!
უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით საქმიანობას.

იწყება განაცხადების მიღება ახალი ჯგუფის შესადგენად. მსურველებმა მიმართეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
ტელეფონი: 577 133 206

 

Created by Joomla.ge