დამთავრდა მზიანი ღამე. იწყება მზიანი მარადისობა.
უფალი და დედა ღვთისა გეგებებიან ანგელოზთა და წმინდანთა დასისურთ, დიდო მეუფეო!
მადლობა, მამავ და მწყემსმთავარო ჩვენო!
მოგვიხსენე და დაგვლოცე!
დალოცე შენი, ჩვენი და ჩვენი წინაპრების სამშობლო, რომელიც უსამანოდ გიყვარს, ვითარცა მამული უფლისა და წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა!
კვლავაც გაგეხსნა იარა, საქართველოვ!
გისამძიმრებ, ჩემო სულისთქმავ...
უფალო, შეგვიწყალენ.
/უნივერსიტეტის რექტორი
არქიმანდრიტი ადამ ახალაძე/
2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II- ემ,რომელიც 48 წელი მართავდა საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ სამოციქულო ეკლესიას.