


ადამიანი ცვალებადია. სახარებაში ნათქვამია, რომ პეტრე მოციქული შეუშინდა უბრალო ადამიანებს, ჩვეულებრივ მსახურებს, რომელთაც იცნეს იგი, რადგან სიკვდილის შეეშინდა. მაგრამ შემდეგ, ღვთის მადლით, ისე შეიცვალა, რომ როცა დადგა დრო მისი ჯვარცმისა, თქვა: მე ღირსი არ ვარ, ისე ვეცვა ჯვარს, როგორც მაცხოვარი, - მაცვით ჯვარს თავდაყირა. წარმოიდგინეთ, როგორი ფერისცვალებაა!