" ღმერთმა დალოცოს თითოეული ოჯახი საქართველოში და მთელს დედამიწაზე და აერთგულოს ღმერთს, რომლის სახელი სიყვარულია!!!
ჩვენ, ყველანი, ჩვენს ოჯახებში გატარებული ბავშვობიდან მოვდივართ და თან მოგვაქვს ოჯახური კერის სითბო, სარწმუნოების, დედა ენისა და მამულის ოჯახებში ნასწავლი სიყვარული, ღვთისა და მოყვასისათვის ოჯახებში შესისხლხორცებული თავდადება და ოჯახებშივე განცდილი ღვთიური ნათლით შემოსილი სასოება მომავლისა და მარადისობისა!
ასე იყო, ასე არის და ასე იქნება უფლის შეწევნით ჩემს სამშობლოში ყოველთვის და უკუნისამდის! ამინ!"
უნივერსიტეტის რექტორი
არქიმანდრიტი ადამი