2024 წლის 14 აპრილს FREE ART SPACE GALLERY - თავისუფალი ხელოვნების გალერეამ - უმასპინძლა მხატვრებს, რომელთაც ქართველი საზოგადოების წინაშე წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები ხელოვნებაში.
გამოფენის მონაწილეები იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ესმა ონიანის სტუდიის ხელოვნების მასწავლებლები, გამორჩეული ხელწერის მხატვრები, ქალბატონები იზოლდა თავაძე და მაია კაციტაძე.
გამოფენაზე განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის ლექსის - „ორი სხივის“ - მიხედვით შესრულებულ ტილოს.