საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს; სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
- ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს; სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
- საექთნო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1000 ლარი.
- ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
- ბიოფარმაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ბიოეთიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1500 ლარი.
- თურქეთისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 28 იანვრიდან 8 თებერვლის 18 საათამდე.
შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 14 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით დეკანატში ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:
და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული გამოცდის ტესტის ტიპის განმსაზღვრელი დოკუმენტი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
შენიშვნა:
1.აღნიშნული დოკუმენტები უნდა გადმოგზავნოთ დასკანერებული პდფ ფორმატით მისამართზე ან
გადმოგზავნისას მოითხოვეთ დადასტურება და დაელოდეთ პასუხს.