აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სადიპლომო ნაშრომების წარდგინება – დღე მეორე 

2016 წლის 29 ივლისს მეშვიდე აუდიტორიაში ჩატარდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის და მედდის საქმის საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სადიპლომო ნაშრომების წარდგინება.  

დაცვას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,  ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ სულაბერიძე;  აკადემიური საბჭოს წევრები. 

სადიპლომო ნაშრომების დაცვა დისკუსიისა და მრგვალი მაგიდის რეჟიმში ჩატარდა. აკადემიური ხარისხის მაძიებლებმა თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია  ელექტრონული და ვერბალური ფორმატით მოახდინეს. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კურსდამთავრებულებს: 

ირმა დოლიძეს, თეონა გოგებაშვილს, ნოდარ იაშვილს, გიორგი ჯიბუტს, დავით კეჟევაძეს, თეკლა დვალს, ნანა ჭოლარიას, ანა გაჩეჩილაძეს, სოფიო ყრუაშვილს მიენიჭათ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ალექსანდრე ასათიანს, ბექა გაგნიძეს, და  კახაბერ ჩხაიძეს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ანა წერეთელს, სალომე გოგილაშვილს, ქეთევან საათაშვილს – ფარმაციის ბაკალავრის აკად. ხარისხი;

მარიამ ზარიძეს, მეგი ქართველიშვილს  –  მედდის საქმის აკადემიური ხარისხი. 

უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა დალოცა აწ უკვე დიპლომირებული სპეციალისტები და აკადემიური საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დიდი წარმატებები უსურვა პროფესიული ზრდის გზაზე.  

Created by Joomla.ge