სადიპლომო ნაშრომების წარდგინება – დღე მეორე
2016 წლის 29 ივლისს მეშვიდე აუდიტორიაში ჩატარდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის და მედდის საქმის საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სადიპლომო ნაშრომების წარდგინება.
დაცვას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ სულაბერიძე; აკადემიური საბჭოს წევრები.
სადიპლომო ნაშრომების დაცვა დისკუსიისა და მრგვალი მაგიდის რეჟიმში ჩატარდა. აკადემიური ხარისხის მაძიებლებმა თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია ელექტრონული და ვერბალური ფორმატით მოახდინეს. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კურსდამთავრებულებს:
ირმა დოლიძეს, თეონა გოგებაშვილს, ნოდარ იაშვილს, გიორგი ჯიბუტს, დავით კეჟევაძეს, თეკლა დვალს, ნანა ჭოლარიას, ანა გაჩეჩილაძეს, სოფიო ყრუაშვილს მიენიჭათ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ალექსანდრე ასათიანს, ბექა გაგნიძეს, და კახაბერ ჩხაიძეს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ანა წერეთელს, სალომე გოგილაშვილს, ქეთევან საათაშვილს – ფარმაციის ბაკალავრის აკად. ხარისხი;
მარიამ ზარიძეს, მეგი ქართველიშვილს – მედდის საქმის აკადემიური ხარისხი.
უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა დალოცა აწ უკვე დიპლომირებული სპეციალისტები და აკადემიური საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დიდი წარმატებები უსურვა პროფესიული ზრდის გზაზე.