აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

   2010 წლის 22 დეკემბერს 17:00 სთზე სასტუმრო „თორში“ გაიმართა არქიმანდრიტ ადამ ახალაძის წიგნის – „ადამიანი ბიოეთიკურ დროსა და სივრცეში“ – პრეზენტაცია.  

   „თამარის დროშის“ ბიბლიოთეკის“ სერიით გამოსული რიგით მეოთხე წიგნის გამოცემლები არიან: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, სულიერი და სოციალური განვითარების ფონდი „თამარის დროშა“, კონრად ადენაუერის ფონდი.

   წიგნში ავტორი პასუხობს მრავალ შეკითხვაზე, რომელიც უჩნდება თანამედროვე ადამიანს ბიომედიცინის სამყაროში ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის დილემების, ევთანაზიის, „სუროგატული“ დედობის, გენური მედიცინის, ხელოვნური განაყოფიერებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზანშეწონილობის ირგვლივ.  

  

   „თამარის დროშისბიბლიოთეკისპროექტის ავტორი და ხელმძღვანელია არქიმანდრიტი ადამი, სერიის რედაქტორიმანანა ტუსკია, პროექტის მენეჯერისალომე გოგიშვილი, წიგნის რედაქტორი და რუსულ ენაზე მთარგმნელინინო მიქაბერიძე, ინგლისურ ენაზე მთარგმნელიცისანა (მარიამ) ბოცვაძე, მხატვრული რედაქტორიცოტნე (გიორგი) ომიაძე.

   ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: კონრად ადენაუერის ფონდის კავკასიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელი კატია კრისტინა პლატე, აკადემიკოსი გურამ კაციტაძე, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე.

   ბოლოს შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა წიგნის ავტორი.

   საღამოს ამშვენებდა ანსამბლ „რუსთავის“ წევრების მიერ შესრულებული სიმღერები და საგალობლები.

 

Created by Joomla.ge