თამარ მეფის უნივერსიტეტმა დააწესა სპეციალური პრიზი
პოეზიის კონკურსში გამარჯვებულისათვის
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა გამოაცხადას დათა გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსი „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 30 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;
კონკურსი დახურულია. წარმოდგენილ ნაწარმოებებზე მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ავტორის ფსევდონიმი. ცალკე კონვერტით კი იმავე ფსევდონიმით – ავტორის მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მისამართი და ტელეფონი.
გამარჯვებულის ვინაობას საორგანიზაციო კომიტეტი ასაჯაროებს მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გამარჯვებულთათვის დაწესებულია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის პრემია – ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო. სპეციალური პრიზი დააწესა წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა.