აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თამარ მეფის უნივერსიტეტმა დააწესა სპეციალური პრიზი 
პოეზიის კონკურსში გამარჯვებულისათვის

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა გამოაცხადას დათა გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსი „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 30 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;

კონკურსი დახურულია. წარმოდგენილ ნაწარმოებებზე მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ავტორის ფსევდონიმი. ცალკე კონვერტით კი იმავე ფსევდონიმით – ავტორის მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მისამართი და ტელეფონი. 

გამარჯვებულის ვინაობას საორგანიზაციო კომიტეტი ასაჯაროებს მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გამარჯვებულთათვის დაწესებულია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის პრემია – ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო. სპეციალური პრიზი დააწესა წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა.

Created by Joomla.ge