დოქტორ იოსეფ როცერის წიგნის „ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირება“ პრეზენტაცია
2011 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა დოქტორ იოსეფ როცერის წიგნის - „ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირება“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს: ქალაქ ვერონის ორგანიზაცია „INER ITALIA”–ს და ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირების ცენტრის იტალიის კონფედერაციის პრეზიდენტმა – ჯანკარლა სტეფანელმა და ამავე ცენტრის კონსულტანტმა ეთიკის საკითხებში, ქალაქ ვერონის ეპარქიის მოძღვარმა დონ ჯინო ზამპიერამ.
წიგნში აღწერილია პროფესორ როცერის მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგად შემუშავებული შობადობის ბუნებრივი რეგულირების სიმტო-თერმული მეთოდი, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.
წიგნის პრეზენტაცია ორგანიზებული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „INER – GEORGIA წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“–ს მიერ.