აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დოქტორ იოსეფ როცერის წიგნის „ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირება“ პრეზენტაცია

 

    2011 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა დოქტორ იოსეფ როცერის წიგნის - „ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირება“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს: ქალაქ ვერონის ორგანიზაცია „INER ITALIA”–ს და ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირების ცენტრის იტალიის კონფედერაციის პრეზიდენტმა – ჯანკარლა სტეფანელმა და ამავე ცენტრის კონსულტანტმა ეთიკის საკითხებში, ქალაქ ვერონის ეპარქიის მოძღვარმა დონ ჯინო ზამპიერამ.

news 2.11.2011 (2)

     წიგნში    აღწერილია    პროფესორ    როცერის მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგად შემუშავებული შობადობის ბუნებრივი რეგულირების სიმტო-თერმული მეთოდი, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება. 

     წიგნის     პრეზენტაცია     ორგანიზებული     იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „INER – GEORGIA წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“–ს მიერ.

news 2.11.2011 (1) 

Created by Joomla.ge