თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხები
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით სტუდენთტა და მოსწავლეთა პირველი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარეს.
კონფერენცია გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა მამა ადამ (ვახტანგ) ახალაძემ.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კონფერენციის მსვლლობას უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის დეკანი ქალბატონი ბელა სარია.
კონფერენცია მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ქართული სალიტერატურო ენა და ნორმა; ბარბარიზმების მოძალების პრობლემა; ახალი სიტყვები და შესიტყვებანი; ახალი სამეცნიერო დისციპლინების ტერმინოლოგია; სალიტერატურო ნორმა და მხატვრული ნაწარმოებების ენა.
საკონფერენციო თემები შეირჩა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფილოოგიის მეცნიერებეთა დოქტორი, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე.
კონფერენციაზე მოისმინეს 16 მოხსენება, რომელთა მომზადებას ხელმძღვანელობდნენ მეცნიერები, მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ბელა სარია, ნინო ბერაძე. ნათელა ჩანდიევი, მადონა ფოჩხუა, ქეთევან ლებანიძე, მზია ოთინაშვილი, შორენა ლიპარტელიანი.
კონფერენციის მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის, 202-ე, მე-9, 23-ე, რუსთავის მე-16 საჯარო სკოლებისა და დამოუკიდებელი საერო სკოლის „შავნაბადას“ დირექტორებმა, ქალბატონებმა თამარ კაპანაძემ, მაგდა ბარამიძემ, ირინა მელქაძემ, მარინა გიგაურმა, თინათინ საბაურმა და ბატონმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.
კონფერენცია წარიმართა შემდეგი დღის წსრიგით;
1.უმთავრესი იარაღი კულტურისა
სოფიო პაპიძე - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 სკოლის XI კლ.
2.„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“
მარიამ დოხნაძე - თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე
3.ქართული ენის ნორმალიზაციის რამდენიმე საკითხისათვის
მარიამ კიკალიშვილი - საქართველოს საპატრიარქო წმინდა წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი
4.ბარბარიზმები თანამედროვეების მეტყველებაში
ნინო ვაჭარაძე, ნია შიშინაშვილი, ანასტასია ბოხუა - ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები
5.სახელობითი ბრუნვის ფორმის გამოყენების პრობლემა ოფიციალურ დოკუმენტებში
ბესიკ ბურდული - საქართველოს საპატრიარქო წმინდა წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი
6.ენა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ბურჯი
მარიამ ყაველაშვილი - თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
7.ბარბარიზმები თანამედროვე მეტყველებაში
სალომე გვანცლაძე, გუბაზ გუჩმაზაშვილი - თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები
8.სალიტერატურო ნორმა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“
თინათინ ნორაკიძე, მარიამ ცინცაძე - საქართველოს საპატრიარქო წმინდა წმინდა მეფის უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები
9.ნეოლოგიზმები
ქეთევან სააკაშვილი, ლიპირიდის გეორგიოს კონსტანტინოსი - თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლ. მოსწავლეები
10.ახალი სიტყვები და შესიტყვებები
ხატია დათვიაშვილი, ნინო ხანდოლიშვილი - საქართველოს საპატრიარქო წმინდა წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტი
11.ნეოლოგიზმები მედიცინის ენაში
ლიკა ნოღაიდელი - საქართველოს საპატრიარქო წმინდა წმინდა თამარ მეფის
უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტი
12.„ილაპარაკეთ, გევედრებით, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“
გვანცა ფხაკაძე - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 სკოლის XI კლასის მოსწავლე
13.ბარბარიზმების მოძალების პრობლემა
მარიამ ხახანაშვილი, დევი ზაქარიაძე - ნოდარ ახალკაცის ახელობის N9 სკოლის XI კლასის მოსწავლე
14.სალიტერატურო ენა და თარგმნილი მხატვრული ნაწარმოების ენა
ნინი ბუგიანიშვილი, ნინო ჯაფარიძე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები
15.ბარბარიზმები, ჟარგონები, მეტსახელები და ქართული სალიტერატურო ენა
მარიამ ბოკუჩავა, თეკლა ბენაშვილი, ვაჩე დაუშვილი - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია„შავნაბადას“ X კლასის მოსწავლეები
16.„ენა დედაა ერისა“
ნანა დემეტრაშვილი - საქართველოს საპატრიარქო წმინდა წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტი
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა მამა ადამ (ვახტანგ) ახალაძემ.