აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხები

1

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით სტუდენთტა და მოსწავლეთა პირველი  ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარეს.

კონფერენცია გახსნა   საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა მამა  ადამ (ვახტანგ) ახალაძემ.

2

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კონფერენციის მსვლლობას  უძღვებოდა  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის  დეკანი ქალბატონი ბელა სარია.

3

კონფერენცია მოიცავდა შემდეგ  მიმართულებებს:   ქართული სალიტერატურო ენა  და ნორმა;  ბარბარიზმების მოძალების პრობლემა; ახალი სიტყვები და შესიტყვებანი; ახალი სამეცნიერო დისციპლინების ტერმინოლოგია; სალიტერატურო ნორმა და მხატვრული ნაწარმოებების ენა.

საკონფერენციო თემები შეირჩა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფილოოგიის მეცნიერებეთა დოქტორი, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე. 

4

კონფერენციაზე მოისმინეს  16 მოხსენება, რომელთა მომზადებას ხელმძღვანელობდნენ მეცნიერები, მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ბელა სარია,  ნინო ბერაძე. ნათელა ჩანდიევი, მადონა ფოჩხუა, ქეთევან ლებანიძე, მზია ოთინაშვილი, შორენა ლიპარტელიანი. 

კონფერენციის მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს  თბილისის კლასიკური გიმნაზიის, 202-ე, მე-9, 23-ე, რუსთავის მე-16 საჯარო სკოლებისა და დამოუკიდებელი საერო სკოლის „შავნაბადას“ დირექტორებმა, ქალბატონებმა თამარ კაპანაძემ,  მაგდა ბარამიძემ,  ირინა მელქაძემ,   მარინა გიგაურმა,   თინათინ საბაურმა   და ბატონმა  ავთანდილ აბდუშელიშვილმა.  

5

კონფერენცია წარიმართა შემდეგი დღის წსრიგით;

1.უმთავრესი იარაღი კულტურისა

სოფიო პაპიძე - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 სკოლის XI კლ. 

2.„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“

მარიამ დოხნაძე - თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

3.ქართული ენის ნორმალიზაციის რამდენიმე საკითხისათვის

მარიამ კიკალიშვილი - საქართველოს საპატრიარქო წმინდა  წმინდა თამარ მეფის  უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი

4.ბარბარიზმები თანამედროვეების მეტყველებაში

ნინო  ვაჭარაძე, ნია შიშინაშვილი, ანასტასია ბოხუა - ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები

5.სახელობითი ბრუნვის ფორმის გამოყენების პრობლემა ოფიციალურ  დოკუმენტებში

ბესიკ ბურდული - საქართველოს საპატრიარქო წმინდა  წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი 

6.ენა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის  ბურჯი

მარიამ ყაველაშვილი -  თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე 

7.ბარბარიზმები თანამედროვე მეტყველებაში

სალომე გვანცლაძე, გუბაზ გუჩმაზაშვილი - თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები

8.სალიტერატურო  ნორმა  იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“

თინათინ ნორაკიძე, მარიამ ცინცაძე - საქართველოს საპატრიარქო წმინდა  წმინდა მეფის  უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები

9.ნეოლოგიზმები

ქეთევან სააკაშვილი, ლიპირიდის გეორგიოს კონსტანტინოსი - თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლ. მოსწავლეები

10.ახალი სიტყვები და შესიტყვებები

ხატია დათვიაშვილი, ნინო ხანდოლიშვილი - საქართველოს საპატრიარქო წმინდა  წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის  I კურსის სტუდენტი

11.ნეოლოგიზმები მედიცინის ენაში

ლიკა ნოღაიდელი -   საქართველოს საპატრიარქო წმინდა  წმინდა თამარ მეფის

უნივერსიტეტის  I კურსის სტუდენტი

12.„ილაპარაკეთ, გევედრებით, ოღონდ  ქართულად ილაპარაკეთ“

გვანცა ფხაკაძე  - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 სკოლის XI კლასის მოსწავლე

13.ბარბარიზმების მოძალების პრობლემა

მარიამ ხახანაშვილი, დევი ზაქარიაძე - ნოდარ ახალკაცის ახელობის N9 სკოლის XI კლასის მოსწავლე

14.სალიტერატურო ენა და თარგმნილი მხატვრული ნაწარმოების ენა

ნინი ბუგიანიშვილი, ნინო ჯაფარიძე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები 

15.ბარბარიზმები, ჟარგონები, მეტსახელები და ქართული სალიტერატურო ენა

მარიამ ბოკუჩავა, თეკლა ბენაშვილი, ვაჩე დაუშვილი  - დამოუკიდებელი საერო   გიმნაზია„შავნაბადას“ X კლასის მოსწავლეები

16.„ენა დედაა ერისა“ 

ნანა დემეტრაშვილი -  საქართველოს საპატრიარქო წმინდა  წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის  I კურსის სტუდენტი

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა მამა  ადამ (ვახტანგ) ახალაძემ.

6

7

Created by Joomla.ge