აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ლექცია უნივერსიტეტში

     2014  წლის 17 ოქტომბერს   საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა ლექცია/სემინარი ჩაატარა. ლექციის თემა გახლდათ: ,,კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების  დონე საქართველოში’’. 

     ლექცია/სემინარი გაიმართა საერთშორისო პროექტ  ’’Freedom and Economic Freedom - Private Property as a Guarantee of Freedom’’ („თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი’’)- ფარგლებში   ’’Friedrich Naumann Foundation’’-ის ფონდის მხარდაჭერით .

     სტუდენტების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ:  რამაზ გერლიანი – „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს პრეზიდენტი,  ეკონომიკის დოქტორი;  ირაკლი მაკალათია – პროექტის ასისტენტი,ეკონომიკის დოქტორი. 

     ლექციის დასასრულ დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს  გადაეცათ სერთიფიკატები. 

Created by Joomla.ge