ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ლექცია უნივერსიტეტში
2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა ლექცია/სემინარი ჩაატარა. ლექციის თემა გახლდათ: ,,კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების დონე საქართველოში’’.
ლექცია/სემინარი გაიმართა საერთშორისო პროექტ ’’Freedom and Economic Freedom - Private Property as a Guarantee of Freedom’’ („თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი’’)- ფარგლებში ’’Friedrich Naumann Foundation’’-ის ფონდის მხარდაჭერით .
სტუდენტების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ: რამაზ გერლიანი – „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი; ირაკლი მაკალათია – პროექტის ასისტენტი,ეკონომიკის დოქტორი.
ლექციის დასასრულ დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.