აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თამარ მეფის უნივერსიტეტის წიგნად ქცეული პროექტი

ახლახანს გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის ბატონ ნოდარ შოშიტაშვილის წიგნი „საქართველოს „საძიებლად“ თურქეთში – სამი ზაფხული თურქეთელ ქართველებთან“. ნაშრომი ეყრდნობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის 2011–2014 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ეთნოლოგიურ მასალებს. 

პროექტი, რომლის სახელწოდებაა „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მიერ და დაფინანსდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი,  #17/03 (01.12.2011) საგრანტო ხელშეკრულება).  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი  (ვახტანგ ახალაძე), მენეჯერი – ამავე უნივერსიტეტის კანცლერი ნატო ასათიანი. 


Created by Joomla.ge