თამარ მეფის უნივერსიტეტის წიგნად ქცეული პროექტი
ახლახანს გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის ბატონ ნოდარ შოშიტაშვილის წიგნი „საქართველოს „საძიებლად“ თურქეთში – სამი ზაფხული თურქეთელ ქართველებთან“. ნაშრომი ეყრდნობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის 2011–2014 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ეთნოლოგიურ მასალებს.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მიერ და დაფინანსდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, #17/03 (01.12.2011) საგრანტო ხელშეკრულება). პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე), მენეჯერი – ამავე უნივერსიტეტის კანცლერი ნატო ასათიანი.