უნივერსიტეტში შედგა ადმინისტრაციის თანამშრომელთა, აკადემიური და მოწვეული პერსონალის გაერთიანებული შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალი საკანონმდებლო ცვლილების გაცნობას.
უნივერსიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ წურწუმიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალი კანონის შინაარსი და მისცა შესაბამისი განმარტებები.