აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების სივრცეში ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მიზნებისა და პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი - სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

აღნიშნული მიზნების რეალიზების ფარგლებში, ცენტრი აქტიურად მონაწილეობს PROFFORMANCE+ პროექტში, რომლის მთავარი ორიენტირია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაძლიერება რომის კომუნიკეში გამოხატულ პრიორიტეტებზე აქცენტირებით.

შესაბამისად, PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე ორგანიზებული სემინარების სერიის მორიგი შეხვედრა დისტანციური ფორმით ჩატარდება 2024 წლის 16 მაისს.

სემინარის თემაა - „ინტერნაციონალიზაცია უმაღლეს განათლებაში - სწავლისა და სწავლების ინოვაციური პრაქტიკის გაძლიერება საზღვრებს გარეთ“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზიარდება სწავლების რამდენიმე ინოვაციური პრაქტიკა PROFFORMANCE-ის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზიდან.

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია 2024-2025 წლების უმაღლესი განათლების ჯილდოს საერთაშორისო კონკურსის თაობაზე, რომელიც გამოცხადდება შემოდგომაზე, როგორც PROFFORMANCE+ პროექტის ნაწილი. სემინარი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, Zoom პლატფორმის გამოყენებით, ცენტრალური ევროპის დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 15 მაისი, 2024 წელი.

Created by Joomla.ge