აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას
შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - 6ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს; სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს; სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
  • საექთნო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
  • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ბიოეთიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1500 ლარი.
  • თურქეთისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – II წელს;სწავლების ღირებულება 1500 ლარი.

 

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge
29 იანვრიდან   7 თებერვლის 18 საათამდე.

 

შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;

წარმოსადგენი დოკუმენტებია  საბაკალავრო პროგრამებზე:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

სამაგისტრო პროგრამებზე:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

Created by Joomla.ge