პროექტი PAGEL–ი. ჭრილობის მენეჯმენტი. ტრენინგის მესამე დღე.
დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მე–7 აუდიტორიაში პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) მონაწილენი ჭრილობის მენეჯმენტის თემაზე გამართული ტრენინგის მესამე დღის მეცადინეობებს ესწრებოდნენ.
ჭრილობის მართვის სპეციალისტის, პროფესორ ფალკ გოედეკეს მიერ ჩატარებული მეცადინეობის თემა გახლდათ ,,დაზიანებული კანის, კანის ნახეთქების და ნაწოლების მკურნალობის საფუძვლები“. შესვენების შემდეგ ზემოთ აღნიშნული პრეზენტაციის თემის მეორე ნაწილი წარადგინა პროფესორმა ჰაუკე შუმანმა.
სასემინარო დღის ბოლო ნაწილში ტრენინგის მონაწილენი პატარა ჯგუფებად განაწილდნენ და გაგრძელდა პრაქტიკული მუშაობა თემების მიხედვით: (ა) ჭრილობის მოვლის გაუმჯობესება საქართველოში: საკუთარ შემთხვევის განხილვა, მაგალითზე მუშაობა; (ბ) მკურნალობის კონცეფციის შემუშავება; (გ) ჭრილობის მენეჯმენტის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება.
დღის ბოლოს კვლავ ერთ აუდიტორიაში შეიკრიბნენ მსმენელები. გაიმართა დისკუსია. ტრენინგის მონაწილეებმა შეაჯამეს სასემინარო დღე.