აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საკონკურსო განცხადება

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს 
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის 
აკადემიურ თანამდებობაზე პერსონალის არჩევის 
საორგანიზაციო საკითხების შესახებ 

 

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 1 საშტატო ერთეული.

თანამდებობრივი სარგო: ყოველი აკადემიური შრომითი საათისთვის 17 (ჩვიდმეტი) ლარი.

 

კონკურსის ჩატარების თარიღი: 2018 წლის 25 აგვისტო.


აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დანართი №1-ის ფორმის შესაბამისად;

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია დანართი №2-ის ფორმის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია: 2018 წლის 03 ივლისი - 25 ივლისი. მისამართზე: ქალაქი თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68.

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს ასევე შეუძლიათ  წარმოადგინონ:

ა) ბოლო 6 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი პროგრამები; 

ბ) ინფორმაცია ბოლო 6  წლის განმავლობაში მოპოვებული საერთაშორისო სტიპენდიების, საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის, პროექტებში და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის შესახებ;

გ) საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები და საავტორო გამოგონებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

 

კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

შესაბამის კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან გაფორმდენა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრული ოდენობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების სემესტრის სასწავლო პროცესის განრიგით.

დანართები

 

Created by Joomla.ge