სოციალური მსახურება მშვიდობისთვის
29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, კონრად ადენაუერის ფონდის მოწვევით და ორგანიზებით იტალიაში, ქ. კადენაბიაში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოში მოღვაწე ხუთი სხვა რელიგიური ინსტიტუციის წარმომადგენლების შეხვედრა თემაზე „სოციალური მსახურება მშვიდობისთვის“.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა, კანცლერმა და საქმისწარმოებისა და კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელმა.