აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ ახალი ნომრის პრეზენტაცია

24-25 აპრილს გაიმართა ქართულ-პოლონური საისტორიო კომისიის მე–2 კონფერენცია. ამ ღონისძიების ფარგლებში შედგა ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ (მთავარი რედაქტორი – ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია) 28-ე ნომრის პრეზენტაცია. 

   

შეგახსენებთ, რომ პოლონურ-ქართული ურთიერობები წარმოადგენს თამარ მეფის უნივერსიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს,  ხოლო ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ევროპულ კვლევათა ცენტრი ჩვენი უნივერსიტეტის  მხარდამჭერთა და მეგობართა საზოგადოების ერთ-ერთი პირველი წევრია. ამდენად ჩვენი მონაწილეობა ჩატარებულ ღონისძიებებში აგრძელებს ჩვენს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების ხორცშესხმას როგორც სამეცნიერო, ასევე საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართულებებით.

პოლონურ-ქართული ურთიერობების განვითარებასა და კვლევაში ფასდაუდებელია პროფესორ დავით ყოლბაიას ღვაწლი. იგი არაერთხელ სტუმრობდა თამარ მეფის უნივერსიტეტს და კითხულობდა საჯარო ლექციებს. ბატონი დავითი დეკანოზ მამა ჰენრიკ პაპროცკისთან ერთად გახლდათ ჩვენს უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კაბინეტის შექმნის ინიციატორი.   

Created by Joomla.ge