აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
2023 წლის 7 ნოემბერი

,,დასაქმების ფორუმი 2023“

მის.: დიმიტრი უზნაძის N68

პრესრელიზი
2023 წლის 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება ,,დასაქმების ფორუმი 2023“. ღონისძიების ინიციატორია ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროს, საზოგადოების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები.
ღონისძიების მონაწილენი გაეცნობიან დასაქმების სფეროში არსებულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.
ფორუმის მიზანია:
• სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების საკომუნიკაციო პლატფორმის გახსნა;
• სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზება;
• ახალგაზრდების შესაძლებლობების გაცნობა-გაზიარება პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

დამსაქმებელთაგან ფორმუმში მონაწილეობას მიიღებენ:
ქეთევან ვახტანგიშვილი - შპს სამთო კომპანია ,,ფარავანპერლიტის” დამფუძნებელი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ზაზა ავალიანი - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი;
ვეფხვია ოდიშარია - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
გენადი კვერენჩხილაძე - თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, კომპანია HLS-ის დამფუძნებელი, შრომის უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.
მაია ბიბილეიშვილი - ,,სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“
და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება დასაქმების ფორუმი.

მისამართი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. N68 , 2-95-10 40
საკონტაქტო პირები:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: მაკა შალიკაშვილი 593950090;
დასაქმების ფორუმის კოორდინატორი: მაგდა ბარამიძე 577133206

 

Created by Joomla.ge