ქართული TV-ის" ეთერში საღამოს 7 საათზე გავიდა ციცი გურიელის საავტორო გადაცემა "სათნოების საათი", რომლის სტუმარიც გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე.
სტუმარმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვებს: რა სულიერი მნიშვნელობა აქვს საშობაო მარხვას? რა არის სათნოება? ასევე ისაუბრა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ისტორიულ ღვაწლზე, თამარ მეფის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სოციალურ პროგრამებსა და უსდ-ის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითად თავისებურებებზე.