აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ჩვენო ძვირფასო და ერთგულო მეგობრებო, როგორც იცით,   ჩვენი საერთაშორისო პროექტი,   საზღვრებს  მიღმა"მოიცავდა 25-31 ივლისის დღეებს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო, იმდენად მასშტაბური და ყოვლისმომცველი გახდა, რომ 2 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ორგანომ სტუმრად მიიწვია ფონდ  Diaspora Alliance For Georgia - დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტი, Georgian Diaspora Theatre "Return" • ქართული დიასპორული თეატრი „დაბრუნება“ს დამფუძნებელი, პროექტის ავტორი- თიკა სვანიძე-ვენკო • ქალი სხვა სამყაროდან,  საპატრიარქოს წმ.თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი- არქიმანდრიტი  ადამ  ახალაძე,  ვიცერექტორი -  ბელა  სარია, დიასპორების  ალიანსი  საქართველოსთვის  ახალგაზრდული ფრთის ლიდერი და პროექტის მენეჯერი- ნინო  გახოკია,   ამავე ფონდის ახალგაზრდული ფრთის წევრი,   კალიგრაფი, ხატმწერი და მხატვარი- დავით მოისწრაფიშვილი,   ფონდის წევრი,ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელი და თეატრის,,დაბრუნება" ტექნიკური რეჟისორი- მაკა მიდოდაშვილი  ფონდის წევრი,გალის რაიონის წარმომადგენელი-ლანა  ლაცუზბაია,  ფონდის წევრი,  ოტობაიას მხრის წარმომადგენელი- სოფია-ეკატერინე სოტკილავა და მიწვეულ სტუმართაგან მთავარი ძალა-პროექტში მონაწილე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების წარმომადგენლობა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულებით გამოირჩნენ მიწვეულ სტუმართა მიმართ და მათ სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა   ჯემალგამახარიამ, რომელმაც ხაზგასმით ისაუბრა პროექტის და 29 ივლისის სპექტაკლის ,, HELLADOS"ის შესახებ,  რომლის პრემიერასაც თავად დაესწრო და აღფრთოვანებული დარჩა ნორჩი მსახიობების ოსტატობით.სტუმრების წინაშე ასევე სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ბატონები:   ვახტანგ  ყოლბაია,    თეიმურა  ზმჟავია და   ნუგზარ  მგალობლიშვილი.  შემდეგ ტრიბუნასთან მიიწვიეს   თიკასვანიძევენკო,რომელმაც მადლიერებით ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის მიმართ,  რადგან ისინი მუდამ გვერდით უდგანან მის წამოწყებულ და განხორციელებულ ეროვნულ პროექტებს.

თიკას შემდეგ მასპინძლების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და მადლობა გადაუხადეს ბელა სარიამ,  ნინო გოგოხიამ,   ლანა ლაცუზბაიამ,    მაკა მიდოდაშვილმა...ასევე ტრიბუნასთან ერთმანეთს ცვლიდნენ პატარა სტუმრები-თეკლა,   ალექსანდრე და ერეკლე წურწუმიები,   თეონა აბშილავა,    ნანა ჩხეტია,    თიკა კორკელია,  ანდრია სოტკილავა,  მეგი უბირია,   ქეთი მაისურაძე,   ნინი ცხონდია და ანასტასია თოფურია.  თამარიუნის  სტუდენტები  ხატია  დათვიაშვილ, თინათინ ნორაკიძე რბაზის წინაშე,ასევე ისმოდა ლექსები და ხალხური სიმღერები... განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ აფხაზეთის უმაღლესი საკანონმდებლო საბჭოს გადაწყვეტილებით თიკა  სვანიძე-ვენკოს   გადაეცა უმაღლესი საბჭოს საპატიო ჯილდო.ასევე აღსანიშნავია,რომ არც მიწვეული სტუმრები დავიწყებიათ,რომელებიც ფასიანი საჩუქრებით, საპატიო სიგელებითა და ულამაზესი წითელი ვარდებით დაასაჩუქრეს.    

შეხვედრა შესანიშნავი ფურშეტით დასრულდა. კიდევ ერთხელ ვუხდით უდიდეს მადლობას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ორგანოს.

Created by Joomla.ge