აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტში ჩატარდა “ღია კარის“ დღე, სადაც მოწვეულ იქნენ მომავალი სტუდენტები და დაინტერესებული პირები. შეხვედრის მიზანი იყო მომავალ სტუდენტებს შექმნოდათ არჩევანის შეცვლის მოტივაცია. ღია კარის დღეზე დამსწრეთ წარედგინათ ფოტო და ვიდეომასალა უნივერსიტეტში განხორციელებული აქტივობების შესახებ. შეხვედრაზე მოწვეულმა მომავალმა სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის პროცესის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ გარდა ამისა ჩატარდა წამახალისებელი აქტივობები, რომლის ფარგლებშიც აქტიური მონაწილეები დასაჩუქრდნენ წიგნებით. უნივერსიტეტმა შექმნა პოზიტიური და მამოტივირებელი გარემო მომავალი სტუდენტებისათვის .

უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ოწვეულ სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის საგადასახადო პოლიტიკა:
 ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - სწავლების ღირებულება 1300 ლარი.
 ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამა - სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
 საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - სწავლების ღირებულება 1200 ლარი.
 საექთნო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -;სწავლების ღირებულება 1000 ლარი.
 ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -;სწავლების ღირებულება 1200 ლარი.

Created by Joomla.ge