დღეს ჩვეულებრივი დღეა, ჩვეულებრივი სალექციო დღე მეტყველების კულტურაში (პროფესორი ბელა სარია), რომელიც უნივერსიტეტის მეორეკურსელებმა სწავლის დღესასწაულად აქციეს.
სტუდენტები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საინტერესო პრეზენტაციებით. აუდიტორიაში ვერ ნახავდით სტუდენტს, რომელიც აქტიურად არ იყო ჩართული პრეზენტაციის მსვლელობაში.
მეტყველების კულტურის სემინარზე ისტორიული პროცესების რეპრეზენტირება მიმდინარეობდა. სტუდენტებმა გააცნობიერეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური და ნაციონალური (ეროვნული) იდენტობის გაცნობიერება. სასემინაროდ მომზადებულმა მასალებმა სტუდენტები დაარწმუნა, რომ ქართული იდენტობა ძალიან საინტერესო მოვლენაა. მრავალ ეროვნულ იდენტობათა შორის მას გამოარჩევს დიდი განგრძობადობა. ამიტომ მისი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო კონკრეტული ფაქტების მოძიების, არამედ თეორიული განზოგადებებისათვისაც.
სტუდენტებმა დაიწყეს თანამედროვე დასავლური თეორიული მიდგომების შესწავლა, რომელთა საფუძველზე მიზანშეწონილია, რომ მოხდეს იდენტობის ფორმირების პროცესის რეპრეზენტირება, აგრეთვე, დაუკვირდებიან ორ უმნიშნელოვანეს იდენტობრივ მარკერს: თვითსახელწოდებას და ენას.
დიდი მადლობა ფსიქოლოგიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებს ინა მგდესიანს და ინდირა ართმელაძეს.