აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

კიევში გაიმართა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “უკრაინელი ერის არქეტიპი წარსულსა და თანამედროვეობაში. ისტორიული მემკვიდრეობის სამედიცინო-ფსიქოლოგიური და აღმზრდელობითი მნიშვნელობა“.

ფორუმი მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და პროფესორების ანტუან ლისეცისა (ხორვატია) და ანატოლი ჩუპრიკოვის (უკრაინა) ხსოვნას.

ტრადიციულად კონფერენციაში მონაწილეობდა და საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი.
კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ მიესალმა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე.

მამა ადამმა უნივერსიტეტის რექტორატის, ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტობის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და გამარჯვება უსურვა რუსეთის მიერ გაჩაღებულ დამყრობლურ ომში.

რექტორი სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმის წინაშე წარსდგა
მოხსენებით „სულიერება, როგორც არქეტიპი და კატეგორია, ეთნოსთაშორის/კროსკულტურულ ურთიერთობებში“.

Created by Joomla.ge