2024 წლის 12-13 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში დაგეგმილია მრავალდარგობრივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - „მეცნიერები ქვეყნის განვითარებისათვის“.
კონფერენცია თემატურად უკავშირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში არსებული გამოწვევების მართვას ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობით. კონფერენციის დღის წესრიგი შედგენილია საკითხების აქტუალურობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და უკვე მეოთხე წელია მასში მონაწილეობას იღებენ როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის მიზანი:
- სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი საქმიანობის წახალისება;
- სამეცნიერო საზოგადოებისათვის სიახლეების წარდგენა;
- ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.
- ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების წახალისება.
კონფერენციაში მონაწიულეობა შეუძლიათ ,როგორც დარგის გამოცდილ ექსპერტებს, აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებსა და ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციებსა და შემოაქვთ სიახლეები ქართულ საუნივერსიტეტო და აკადემიურ სივრცეში.
მეცნიერული სიახლე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკიკთხული სხვა რომელიმე ღონისძიებაზე . აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.
მნიშვნელოვანი თარიღები:
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა 2024 წლის 20 თებერვალი.
აბსტრაქტის შერჩევის თაობაზე შეტყობინებას მიიღებთ 2024 წლის 28 თებერვალს.
სრული ნაშრომის ჩაბარების ვადაა 2024 წლის 6 მარტი.
კონფერენციის ჩატარების თარიღია 2024 წლის 12-13 მარტი.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.