ამონაწერი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -
საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის
უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებიდან
№ 05 /010 2024 წლის 28 თებერვალი
თბილისი
ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე მსმენელთა მიღებისა და სწავლის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის (შემდგომში-უნივერსიტეტი) წესდების შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე გამოცხადდეს მსმენელთა მიღება 2024 წლის 28თებერვლიდან მინიმალური რაოდენობით ჯგუფის დაკომპლექტებამდე.
2. მსმენელთა საბუთების მიღება განხორციელდეს ქ. თბილისი, დ. უზნაძის №68, მე-3 სართულზე ან ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე:
3. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასური განისაზღვროს 1600 ლარის ოდენობით.
4. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის წარჩინებული (აკადემიური მოსწრება 70-100 ქულა) სტუდენტებისათვის განხორციელდეს უფასოდ.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
რექტორი,
პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი
(ვახტანგ ახალაძე)