საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2024–2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- თურქეთისმცოდნეობა
– სწავლის ღირებულება 1500 ლარი, 3 ადგილი
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა
– სწავლის ღირებულება 1500 ლარი, 3 ადგილი
- ბიოფარმაცია
– სწავლის ღირებულება 1300 ლარი. 3ადგილი
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
- ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
- 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;
- ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 19.09.2023 წ.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელ: 599757046 გია სულაბერიძე