აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და კავკასიის სოციო(ეთნო)ლინვისტური ასოციაცია გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად:

 

საქართველო და თურქეთი: რეგიონთშორისი ურთიერთობები - მეცნიერული და კულტურული კვლევის პერსპექტივები

 

2022 წლის 24-26 ივნისი, თბილისი, საქართველო

 

კონფერენციის თემატიკა მოიცავს:

  1. რეგიონთშორისი ურთიერთობები
  2. ისტორია, ეთნოლოგია და კულტურა
  3. ენა და ლიტერატურა
  4. ლინგვოკულტუროლოგიური და სოციოლინგვისტური კვლევები
  5. სამეცნიერო და ლიტერატურული თარგმანი
  6. სწავლების თანამედროვე მეთოდები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლებასა და კვლევაში
  7. ეკონომიკა
  8. აგრო, ბიზნეს- და ტურიზმის კვლევები
  9. დიასპორები

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ ქართულ და ინგლისურ ენებზე:

  • ავტორის სახელი, გვარი
  • თანამდებობა
  • უნივერსიტეტის/კვლევითი დაწესებულების/ორგანიზაციის დასახელება, ქვეყანა
  • მოხსენების სათაური
  • მოხსენების თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე, უცხოელი მონაწილეებისთვის მხოლოდ ინგლისურ ენაზე); თეზისების მოცულობა განისაზღვრება 250 სიტყვით
  • საკვანძო სიტყვები (5-7)
  • ავტორის მოკლე ბიოგრაფია (100 სიტყვა)
  • ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი)

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი დაწებულების აკადემიურ პერსონალს/მკვლევარს, დამოუკიდებელ მკვლევარს, დოქტორანტს, დიასპორების წარმომადგენლებს.

 

თეზისების გაფორმების წესი: ფონტი: Sylfaen, ზომა: 12, ინტერვალი: 1,5.

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება: 20 წუთი

დისკუსია: 10 წუთი

 

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2022

დასტური კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: 10 მაისი, 2022

მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2022

 

კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა:

უცხოელი მონაწილეებისათვის - 100 $

ქართველი მონაწილეებისათვის - 100 ლარი

სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა: 25 მაისი, 2022

 

გთხოვთ, თეზისები, მოხსენება, მომხსენებლის ბიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:

 

Created by Joomla.ge