გამოცემა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მომზადდა. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის.
ღონისძიება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე და დაბადებიდან 92-ე წლისთავს ეძღვნება. მისი უწმინდესობის მოღვაწეობაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სასულიერო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას. სწორედ უწმინდესის სახელთან, მის უდიდეს პირად ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სემინარიებისა და აკადემიების დაარსება, სასულიერო სწავლების, მწიგნობრობისა და მეცნიერების უპრეცედენტო აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში. პუბლიკაციები, რომლებიც დღეიდან უმნიშვნელოვანეს შენაძენად იქცევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამ დიდი ძალისხმევის კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია”