აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მოსწავლეთა და მასწავლებელთა
ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია

„არაფორმალური განათლების როლი 
ფორმალურ განათლებაში“

 

2024 წლის 18 ივნისს 12:00 საათზე სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი გიწვევთ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე “არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების საკითხებით დაინტერესებულ, მოტივირებულ ადამიანებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს.

კონფერენციაში ჩართვა შესაძლებელი იქნება უცხოელი მომხსენებლებისთვისაც (საჭიროების შემთხვევაში დისტანციური ფორმით, მათ გაეგზავნებათ ჩართვის ლინკი). კონფერენციის მიზანია, ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების როლის ხელშეწყობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

საკონტაქტო პირი ლელა ტაბაროკიშვილი
N10 საჯარო სკოლის დირექტორი

+995 577 37 61 67
თბილისი, ა.მირცხულავას ქ.N4

Created by Joomla.ge