საგანმანათლებლო პროგრამა „ფსიქოლოგია“, რამდენიმე წელია რეფორმირების და მართვის რეორგანიზაციის პროცესს გადის. სირთულეების ერთერთი მიზეზია თვით ფსიქოლოგიაში არსებული კრიზისი და გამოწვევები, რომელთა აღიარება მოუწია დარგის წამყვან სპეციალისტებს. 2010 წელს გამოიცა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში, რომელშიც კრიზისი აღიარებულია. მისი დაძლევის კონცეფტუალური მიდგომა ჩამოყალიბდა, რაც აისახა მუშა ჯგუფის და მისი ანგარიშის სახელწოდებაში.
Psychology as a Core Science, Technology, Engineering, and Mathematics (STEM) Discipline Report of the American Psychological Association 2009 Presidential Task Force On the Future of Psychology as a STEM Discipline |
სამუშაოები კრიზისის დასაძლევად ზოგად ფსიქოლოგიაში 2016 წელს დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და გრძელდება 2022 წლიდან თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში. პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის მიერ 2016 წელს შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა თავიდანვე დაასკვნა, რომ კრიზისის დაძლევა დიმიტრი ყზნაძის და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მოპოვებულ სამეცნიერო ცადნაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. განწყობის ფსიქოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიის შექმნა ფსიქოლოგთა და STEM მეცნიერებათა თანამშრომლობის ადგილად მოიაზრება, სადაც კრიზისის დაძლევის ყველა მხარე შემუშავდება. პროექტის STEM მხარე ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში შემუშავდა და აისახა სამაგისტრო პროგრამაში, მაგრამ შეჩერდა უნივერსიტეტის “ბიზნეს ფსიქოლოგიისაკენ” გადახრის გამო.
ამჟამად, თამარ მეფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელთან მიმდინარეობს პროექტის გაგრძელების და პროგრამასთან შეთანხმების პროცესი. პროცესი პროგრამის გუნდის ჩამოყალიბებასთან ერთად მიმდინარეობს - დარგის ინტერესების და გუნდის ინტერესების შეთანხმება გუნდის წევრების სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ინტერესებთან. შეთანხმების პროცესი სემინარების ორგანიზებას ითვალისწინებს და განწყობის თეორიის პრაქტიკულ საქმიანობაზე პროეცირების პროექტების პორთფოლიოს შემუშავებას. იგულისხმება სემინარების და ტრენინგების ორგანიზება მასწავლებლებისათვის და საქართველოში ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი STEM არაფორმალური სწავლების ქსელის მენტორებისათვის.
ამ მიმართულებით პროგრამის განვითარების შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის უნივერსიტეტს შეუძლია წამყვანი ადგილი დაიკავის მსოფლიო და საქართველოს ფსიქოლოგიაში, მოიზიდოს საუკეთესო აბიტურიენტები და აკადემიური პერსონალი, მკვეთრად გააუმჯობესოს პოზიციები უმაღლესი განათლების სფეროში.
მიდგომა სრულ თანხმობაშია უნივერსიტეტის მისიასთან, სტრატეგიულ ამოცანებთან და მიმდინარეობს ნისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
პროფესორი ლევი გეონჯიანი.