აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და უფუკის უნივერსიტეტს (ანკარა, თურქეთი) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის, მატერიალური და სულიერი კულტურის, ენობრივი ვითარების შესახებ. უფუკის უნივერსიტეტი თავისი მიღწევებით გამორჩეული უნივერსიტეტია თურქეთის აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში. ამდენად, საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაფართოება განუზომელი მნიშვნელობისაა რეგიონული თანამშრომლობისთვის.  წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და უფუკის უნივერსიტეტს  (ანკარა, თურქეთი) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულია სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ურთიერთგაცვლა, აკადემიური, სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება.

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და უფუკის უნივერსიტეტის (ანკარა, თურქეთი) წარმომადგენლები შეთანხმდნენ აკადემიური მასალების, პუბლიკაციებისა და სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისა და გავრცელების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

Created by Joomla.ge