საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მიმართულება: სოციალურიმეცნიერებები
ასოცირებულიპროფესორი - 2 ადგილი;
ასისტენტ-პროფესორი - 1 ადგილი;
ასისტენტი - 1 ადგილი.
- კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლისგამოცდილება;
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს აკრედიტებული სადოქტორო პროგრამის აქტიური დოქტორანტი.
- აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დანართი№1-ის ფორმის შესაბამისად (იხ. აქ.)
(კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს განცხადება ერთზე მეტი საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე);
ბ) კონკურსანტის ანკეტა დანართი 2-ის შესაბამისად (იხ. აქ);
გ)პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ)დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთისარსებობისშემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ე)პედაგოგიური გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი.
ვ) ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს აკრედიტებული პროგრამის დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
ზ) ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის.
- კონკურსანტების დოკუმენტები მიიღება 2024 წლის 1 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე:, ან უნივერსიტეტის კანცელარიაში მისამართზე: დ. უზნაძის ქ. 68, ყოველ სამუშაო დღეს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 20 აპრილისა.