აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

2 და 3 ნოემბერს „დირექტორთა საერთაშორისო ლიგა “KERIM”-ის (ყაზახეთი), საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო ჯგუფ FEYDEY-ისა (შვეიცარია) და საგანმანათლებლო ცენტრ “Global SAPA”-ს (ყაზახეთი) თანამშრომლობითა და ორგანიზებით საერთაშორისო პროგრამის „პედაგოგის პროფესიული განვითარება: ტრადიციები და ცვლილებების“ ფარგლებში გაიმართა სემინარი-ტრენინგი „ახალი ბავშვები - ახალი სკოლა“.
სემინარ-ტრენინგის თემები გახლდათ:
1. ახალი სკოლის მოდელი პედაგოგის ცნობიერების გაფართოება სახალხო პედაგოგიკის კონცეფციის საფუძველზე
2. პანდემიის გავლენა ვაბშვთა და მოზრდილთა ემოციურ სამყაროზე
3. სოციალური მეწარმეობა სასკოლო განათლებაში.

სემინარის ტრენერებად მოწვეული იყვნენ:
1. თამარ კაპანაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ლიდერულ განათლებაში, მართვის მეცნიერების დოქტორი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, მასწავლებელთა ატესტაციის კრიტერიუმების სახელმწიფო კომისიის წევრი;
2. მაგდა ბარამიძე - ზოგადი განათლების ექსპერტი, „ახალი მოდელის სკოლის“ ლიდერობის ექსპერტი, განათლების მართვის მაგისტრი;
3. ნანა მონიავა - თბილისის 63-ე სკოლის დირექტორი, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი, ზოგადი და პროფესიული საგნამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი, განათლების მაგისტრი
4. ბელა სარია - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის დეკანი, ფილოლოგიის მაგისტრი, ზოგადი განათლების ექსპერტი.
სემინარ-ტრენინგის შედეგების შეჯამების შემდეგ მონაწილეთათვის დაგეგმილია საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემა.

Created by Joomla.ge