თამარიუნში ჩატარდა ვორქშოპი : „ფუნდამენტური კვლევები - რუსთაველის ფონთან თანამშრომლობის პერსპექტივა“
ვორქშოპს უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი ლევ გეონჯიანი.
უნივერსიტეტში შეიქმნა მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი, ორიენტირებული ფუნდამენტური კვლევების განხორციელებაზე.
ვორქშოპზე განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა: ახალი ცოდნის შექმნა, იდეებისა და კონცეფციების მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების შესწავლა და ანალიზი.
ვორქშოპზე დიდი ინტერესით მსჯელობდნენ კვლევითი გარემოს შექმნაზე, ჩვენ მიერ წარმოებული კვლევების მიახლოებაზე საერთაშორისო სტანდარტებთან და კვლევის პროცესის ინტეგრირებაზე სასწავლო პროცესში.
ყველა ზემოდასახელებული საკითხი განხილული იყო შოთა რუსთაველის სახელკობის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობის პერსპექტივის გათვალისწინებით.