აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დღეს უჟგოროდში (უკრაინა) აღმოსავლეთ ევროპის რელიგიათშორისო და სამოქალაქო გარემოსდაცვითი ფორუმის (IRCEF) ოფისში მუშაობა დაიწყო სამუშაო ჯგუფმა NABU-ს (the Nature Biodiversity Conservation Union) პროექტის ფარგლებში „ეკლესია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეროვნული უმცირესობებისა და ძნელადმისაწვდომი სოციალური ჯგუფების ეკოლოგიური განათლებისათვის“. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება. მონაწილეობენ უკრაინის, მოლოდოვეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.


საქართველოდან სამუშაო ჯგუფში მიწვეული არიან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრი.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების, ეროვნული უმცირესობებისა და ძნელადმისაწვდომი სოციალური ჯგუფების ეკოლოგიური განათლების მეთოდებისა და პროდუქტების მულტიპლიკაცია და ადგილობრივი თემების ლიდერების ეკოლოგიური მომზადება ეკლესიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით.


პროექტი მდგრადი განვითარების ეკოლოგიურ პარამეტრებს შეესაბამება: ზრდის საგანმანათლებლო ინსტრუმენტების ეფექტურობას, ამაღლებს ეკოლოგიურ კომპეტენტურობას და გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ქცევასა და ცნობიერებაზე. ამასთან იგი მიმართულია მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტებისკენ: აუმჯობესებს მოწყვლადი და ძნელადმისაწვდომი სოციალური ჯგუფების მდგომარეობას, სხვადასხვა საზოგადოებრივი კლასტერის - ეკლესიის, ახალგაზრდობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ხელისუფლების - თანამშრომლობას, ურთიერთდახმარებასა და საერთო ეკოლოგიური პრობლემების ირგვლივ გაერთიანებას.

Created by Joomla.ge