აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ამ დროის გასაყარზე ვლოცულობთ და გლოცავთ, ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო. პროფესორ-მასწავლებლებო, კოლეგებო და თანამშრომლებო, რათა იდღეგრძელოთ და აკეთოთ სიკეთე!

აკი ვინც რას არ აკეთებს, თავის თავს უკეთებს უპირველესად. ამიტომაც ჩვენი გაკეთებული საქმეებისა და ჩადენილი ქმედებების მადლის მოსამკალი წელიწადი ყოფილიყოს 2023 წელი!

მხოლოდ უფალი მეფობს და არა ნაირნაირი გვირგვინებით თავშემკობილნი, არც ჯიბეგავსილნი, არც მოყვასის მჩაგვრელი ძალმომრენი!

დავბრუნებოდეთ ეკლესიის წიაღს ქართველნი, ოჯახურ კერას მოვბრუნებოდეთ და ღვთივსათნო სინდისიერ ცხოვრების წესს, ზეციური საქართველოს ბინადართაგან ნაანდერძევს!

გამორჩეული წარმატებების წელი ყოფილიყოს თამარ მეფის უნივერსიტეტისათვის!

მრავალჟამიერ!

მრავალსა წელსა თქვენი სიცოცხლე და ბედნიერება!

ღმერთმა ინებოს ჩვენი გულების ცოდვებსა და კერპთაყვანისმცემლობაზე გამარჯვება!

იყავნ, უფალო, ჩუენ თანა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა!

ამინ!

Created by Joomla.ge