აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ნატურალური მედიცინა: ტრადიციები, დღევანდელობა და პერსპექტივები 

 

     14 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსე–ბულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუ–ალური განვითარების ცენტრში (სამების საკათედრო ტაძარში) ჩატარდა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და ქართული ფიტოფარ–მაციული კომპანია „მანა“–ს ერთობლივი სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია – „ნატურალური მედიცინა: ტრადიციები, დღევანდელობა და პერსპექტივები“. 

     კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამმა. მანვე წარმოადგინა მოხ–სენება ნატურალური მედიცინის  კონცეფტუალური საფუძვლებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

    კონფერენციას ესწრებოდნენ ქართული სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოებრიობის წარმოდგენლები, ჯანდაცვის სფეროს  წამყვანი სპეციალისტები, ფიტო-ფარმაციის დარგის ექსპერტები, უნივერსიტეტების პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.

     კონფერენციას მიესალმა ფარმაცევტულ მეცნი-ერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ეთერ ქემერტე-ლიძე. მან საზოგადოებას მოკ-ლედ მოუთხრო თავისი გამოც-დილების შესახებ ი. ქუთათე-ლაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის 35–წლიანი ხელ-მძღვანელობის პერიოდში. მადლობა გადაუხადა ღონისძიების მომწყობთ, რომელთაც წამოჭრეს ესოდენ მნიშვნელოვანი პრობლემა –  ქართული ნატურალური ფარმაციის ხელშეწყობა და განვითარება.

   საზოგადოებას აგრეთვე მიესალ-მნენ: ცნობილი კარდიოლოგი, მედი-ცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი მეგ-რელაძე და ბიოლოგიის მეციერებათა დოქტორი, თსსუ პროფესორი თამარ სანიკიძე.

        კონფერენციას უძღვებოდა მამა ადამი (ახალაძე). 

     კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხ–სენებები: კომპანიის პრეზიდენტი, მედ. დოქტორი მანანა ესაიაშვილი – კომპანია „მანას“ განვითარების ეტაპები, ირაკლი ჩხიკვიშვილი – ფლავონოიდები: ბიოქიმია, კვება და ჯანმრთელობა, მანანა ესაიაშვილი – „მანას“ პრეპა–რატ ბლუდიაბინის კვლევათა შედე–გები და მისი გამოყენების კლინი–კური ასპექტები, მედეა სიხარულიძე – „მანას პრეპარატ ფლავოციტრინის კვლევის შედეგები და მის გამოყე–ნება კლინიკაში, ნანა კალანდაძე – როდოდენდრონის ექსტრაქტის გამო–ყენება პრაქტიკულ მედიცინაში, თამარ კვანტალიანიყურძნის ნაყოფის ექსტრაქტის სამკურნალო მოქმე–დების მექანიზმები, თეა ჩანადირი – „მანას პრეპა–რატ კამელფენის კვლევათა შედეგები და კლინიკური ასპექტები.

 

      კონფერენციის მუშაობა შეაჯამა არქიმანდრიტმა ადამმა, რომელმაც პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტების ყურადღება მიაქცია  იმ ფაქტს, რომ ნატურალური მედიცინის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ფაქტებზე დამყარებული მედიცინის წიაღში. ამ მიზანს ემსახურება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის წიაღში არსებული ფარმაციისა და ტრადიციული მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგის–ტრო პროგრამები.

კონფერენციის პროგრამა

 

Created by Joomla.ge